15:54 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 09:30:09, 1140 ნახვა

საზოგადოება
აბიტურიენეტებს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ

ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან. იმის შესახებ, რომ მათ წარმატებით დაასრულეს რეგისტრაცია, დადასტურებას იღებენ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპიანია. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი.

7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციებისშედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics