15:53 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 19:06:16, 1123 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა მათი კვლევების პრეზენტაცია გამართეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა მათი კვლევების პრეზენტაცია დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამართეს.

სტუდენტური კვლევითი პროექტი საქართველოს პირველი რესპულიკის ისტორიას შეეხება.

პროექტში მონაწილეობისათვის კონკურსის წესით შერჩეული ოთხი სტუდენტი ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში ორი თვის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თემაზე:

·         „კულტურის პოლიტიკა 1918-21 წლების საქართველოში" (სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი თათია ბარბაქაძე);

·         „ბოლშევიკური ამბოხი დუშეთის მაზრაში 1918 წელს" (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებების ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ლაშა ჩანტლაძე);

·         „1919 წლის გურიის ბოლშევიკთა აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ" (თსუ-ის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი ქეთევან სიხარულიძე);

·         „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობა" (კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ირაკლი სილინი).

პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების შესწავლა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომელთაც სურთ მომავალში იკვლიონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია.

ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევრისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, რაშიც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალაზე - საარქივო პირველწყაროზე - მუშაობა.

სტუდენტურ პროექტს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics