|
2019-04-02 16:27:14, 1484 ნახვა
პოლიტიკა
ესტონელი მინისტრი - საქართველოს და ესტონეთს ნატო-ში შესვლას არ შეეხვეწებიან, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ
საქართველო და ესტონეთი არ არიან ის ქვეყნები, რომლებსაც ნატოში შესვლას შეეხვეწებიან, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლიუკიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის შეფასებით, საქართველო და ესტონეთი რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არიან, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ემატება დამატებითი ასპექტი-2008 წლის მოვლენები. "ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ არ არის. მაგრამ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრის გასაკეთებლად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს. ჩვენ ასეც მოვიქეცით. გადავწყვიტეთ პასუხი გაგვეცა ყველა შეკითხვაზე, ყველა გამოწვევაზე და ყველა ბრალდებაზე და გვქონოდა წევრობისთვის მაქსიმალური მზადყოფნა. ვყოფილიყავით ისეთები, როგორიც ნატოს წევრები იყვნენ. ვიცოდით, რომ კარი ერთ მშვენიერ დღეს გაიღებოდა. ეს შესაძლოა ძალიან საინტერესო ვითარებაში მომხდარიყო. პრაღის სამიტამდე გარემოებები შეიცვალა და კარი ოდნავ შეიღო. ჩვენ მზად ვიყავით და ნატოს არც-ერთი კარგი მიზეზი არ ჰქონდა იმისთვის, რომ ჩვენთვის უარი ეთქვა. თუ არსებობს იმის მიზეზი, რომ ვინმემ უარი გითხრას, მაშინ ამას აუცილებლად გააკეთებს. საქართველო და ესტონეთი უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არიან. ჩვენ არ ვართ ქვეყნები, რომლებსაც ნატოში შესვლას შეეხვეწებიან. ამიტომ, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ წარმოუდგენელი წინააღმდეგობების წინააღმდეგ. საქართველოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის დამატებითი ასპექტი, რომელიც 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)