|
2019-04-02 11:30:45, 932 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტური მოაწყო
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ. თავდაპირველად მოსწავლეებმა სსე-ს სათავო ოფისში ცენტრალური სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელსაც კავკასიაში ანალოგი არ აქვს და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. უფროსკლასელები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგადად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს განაპირობებს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი დაინტერესება ენერგეტიკის დარგით სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსგავსი შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" მომავალშიც გაგრძელდება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)