|
2019-04-01 02:15:15, 1139 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 5 ნომერში, მშენებლობაზე მიწის დიდი მასა ჩამოიშალა. მეხანძრე-მაშველების მიერ ნაპოვნია მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი. სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)