|
2019-03-31 15:29:50, 1343 ნახვა
პოლიტიკა
ზუგდიდში და ბათუმში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე აღნიშნეს
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყოისტორიული კადრების ჩვენება, გაიმართა ფოტო და დოკუმენტური მასალის გამოფენა. ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო დადამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ და პირველ პრეზიდენტისწვლილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია სხვადასხვა კონტექსტით. პირველი, რომ 28 წლის წინ სწორედ ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელიმსოფლიოსათვის თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ. ამასთანავე, დღეს აღვნიშნავთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ეს თარიღი მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. პირველ პრეზიდენტს უკავშირდება ჩვენიქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა. მნიშვნელოვანია ის, რომ რეფერენდუმი გაიმართა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალში. ეს ნიშნავს იმას რომჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, ჩვენთან ერთად არჩევანი გააკეთეს საქართველოს სუვერენიტეტის, უკეთესი მომავლის და ერთიანობის სასარგებლოდ" - განაცხადა მთავრობისთავმჯდომარემ. პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბათუმის მერი, მინისტრები, დეპუტატები, ახალგაზრდები და ქალაქისსაზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)