13:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 15:55:39, 1538 ნახვა

რეგიონი
ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში, ექიმებს ტრენინგი უტარდებათ

„ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში“ პროექტის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებს ტრენინგი უტარდებათ.

ტრენინგის პროცესს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე გაეცნენ.

ბავშვის სრულყოფილი განვითარებასათვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება მის სწორ მოვლასა და მზრუნველობას ადრეულ წლებში. გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში ინერგება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა.

ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე. გაეროს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძინა 107 ცალი პლანშეტი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გადაეცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პირველადი ჯანდაცვის ბრიგადას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics