12:56 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 13:12:25, 1451 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში უკანონო შემოსავლის ძირითადი ნაწილი საბანკო თაღლითობას და კიბერდანაშაულს უკავშირდება

სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართელოში არსებული მდგომარეობას, რომელიც ფულის გათეთრებას, ფინანსურ დანაშაულს და ნარკოტიკებით ვაჭრობას შეეხება. 

ანგარიშის თანახმად, საქართველოში არაკანონიერი შემოსავლის ძირითადი ნაწილი კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას, საბანკო თაღლითობას, ნარკოტიკებით ვაჭრობას და კორუფციას უკავშირდება.

„არსებობს ნარკოტიკების გასაღების ადგილობრივი ბაზარი, ასევე, ნარკოტიკების ტრანზიტი ხორცილედება საქართველოს ტერიტორიის გავლით. რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ- ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიას, საქართველოს მთავრობა ვერ აკონტორლებს და აღნიშნული ტერიტორიები, მონიტორინგის გარეშეა დარჩენილი. ქართველმა სამართალდამცველებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გთეთრების კავშირების დადგენაზე. მათ უნდა შეიმუშაონ ერთგვარი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ორგანებს შორის, ხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა მოხდება. გარდა ამისა, კიდევ ერთ პრობლემას ნარკოტრაფიკი წარმოადგენს, რომელსაც კურირებენ ორგანიზებულ-კრიმინალური დაჯგუფებები. ასევე პრობლემას ქმნის კიბერ-დანაშაული, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.  საქართველო საბანკო ინსტიტუტები. თაღლითური სქემის მიხედვით თანხების გადარიცხვისთვის გამოიყენება. ხშირ შემთხვევაში,  ეს შესაძლებელია ყალბი დოკუმენტების ან სავაჭრტო ინფორმაციის გამოყენებით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics