12:56 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 12:19:28, 1285 ნახვა

საზოგადოება
2018 წელს საქართველოში 46 524 ადამიანი გარდაიცვალა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (12 122 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (656 კაცი) დაფიქსირდა.

„2018 წელს გარდაცვლილთა შორის 416 ჩვილია (1 წლამდე ასაკის ბავშვი). ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 1.5 პუნქტით შემცირდა და 8.1 პრომილე შეადგინა.

ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტის ანალოგიურად, 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2017 წელთან შედარებით 1.4 პუნქტით შემცირდა და 9.8 პრომილე შეადგინა.

2018 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 15.7 პროცენტით შემცირდა და 4 614 შეადგინა“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics