12:56 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 16:53:10, 3404 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და „საქართველოს ფოსტა“ ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ

შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ და შპს „საქართველოს ფოსტას“ შორის სახელშეკრულებო დავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ქირავნობის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე მიმდინარეობდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს ფოსტას“ დაეკისრა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების 661 728 ლარის გადახდა.

აღნიშნული დავა, საბოლოოდ დასრულდა მხარეთა მორიგებით, რაზეც არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება. ორ სუბიექტს შორის სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილი მორიგება გულისხმობს მოსარჩელე მხარისთვის სადაო თანხის სანაცვლოდ უძრავი ქონების გადაცემას. მორიგების მიზნებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, მათ შორის დამფუძნებლებთან შეთანხმება და უძრავი ქონების აუდირება/შეფასება ორივე სუბიექტის მიერ კანონის ფარგლებში იქნა შესრულებული. ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, გარიგების შინაარსი არ ეწინააღმდეგება არც ერთი კომპანიის ინტერესს. 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics