12:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 16:23:11, 1689 ნახვა

კომენტარი
ნათელაშვილი: 11 აპრილს ივანიშვილს მივადგეთ სასახლესთან და ავიყვანოთ სახალხო შინაპატიმრობაში

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან 11 აპრილს აქციის გამართვას აანონსებს. 

აღნიშნული განცხადება ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციაზე განაცხადა. 

"11 აპრილს ბიძინა ივანიშვილს მივადგეთ სასახლეში და სახალხო შინაპატიმრობაში ავიყვანოთ. ბრძოლა არ გაჩერდება. ჩვენ დავიცავთ ტაქსისტთა უფლებებს, ჩვენ დავიცავთ ერის უფლებებს, ჩვენ დავიცავთ პედაგობების, პენსიონერების უფლებებს, ჩვენ დავიცავთ ქართული საზოგადოების არსებობის უფლებას და ვაცხადებთ, შემდგომი აქცია უკვე სოლოლაკში ჩატარდება", - მიმართა აქციაზე შეკრებილებს ნათელაშვილმა. 

ცნობისთვის, რუსთაველის გამძირზე ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ტაქსის მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ რომლის თანახმადაც მანქანების თეთრად გადაღებვა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლა მოუწევთ. აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ნაწილობრივ გადაკეტეს, რის გამოც მათსა და სამარტალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ინციდენტის დროს პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics