11:16 - 26 Jul, 2026
|
2019-03-27 15:15:16, 1486 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლები რუსთაველზე აქციას მართავენ - დაკავებულია 1 პირი
რუსთაველის გამზირზე, ტაქსის მძღოლები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც მანქანების თეთრად გადაღებვა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლა მოუწევთ აქცია-მსვლელობა ვაგზლის მოედნიდან დაიწყო, საიდანაც მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და ქუჩა დროებით გადაკეტეს. სამართალდამცველებმა მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ინციდენტის დროს აქციის ერთი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მძღოლებთან ერთად აქციაზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)