|
2019-03-26 19:09:55, 1525 ნახვა
პოლიტიკა
მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესი დაიგეგმა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, განისაზღვრა ოთხი ძირითადი თემა, რომელზეც აქტიური მუშაობა წარიმართება. „შეხვედრაზე შევთანხმდით, თუ რა ფორმატით, შემადგენლობითა და ინტენსივობით ვიმუშავებთ. შედგა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიმუშავებთ სასამართლოს თემებთან დაკავშირებით ინტენსიურად. განსაზღვრულია ის 4 ძირითადი თემა, რომელიც უკავშირდება სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომ რეფორმირებას. ეს არის ოთხი ძირითადი თემა, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)