|
2019-03-25 19:11:57, 1386 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - სტოლტენბერგის მთავარი გზავნილი იყო, რომ აიღეთ ეუთო-ს დასკვნა და გაატარეთ რეფორმები
სტოლტენბერგის მთავარი გზავნილი იყო, რომ აიღეთ ეუთო-ს დასკვნა და გაატარეთ რეფორმები, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. ნატო-ს გენერალურ მდივანი პარლამენტარებს შეხვდა. სამადაშვილის თქმით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის მთავარი თემები იყო, დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობა. „მთავარი გზავნილი, ნატო-ს გენერალური მდივნის იყო, რომ აიღეთ ეუთო-ს დასკვნა და გაატარეთ ყველა ის რეფორმები, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. რომ ამის გარეშე, საქართველოს მომავალი ნატო-ში ვერ იქნება უზრუნველყოფილი. პირდაპირი გზავნილი იყო, რომ პოლიტიკური კონსენსუსი რომ შეიქმნას ნატო-ში, ამისთვის აუცილებელია, რომ თქვენ გაატაროთ ის რეფორმები, რაც სჭირდება თქვენს საზოგადოებას, რომ თქვენს საზოგადოებაში განმტკიცდეს დემოკრატია და ადამიანის უფლების პატივისცემა და სხვა საერთო ღირებულებები ნატო-სთან“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)