00:12 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 15:27:58, 1382 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: შალვა შავგულიძის ბოლო გადაწყვეტილება არაფერში ჯდება

 „შალვა შავგულიძის ბოლო გადაწყვეტილება არაფერში არ ჯდება“, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც იგი მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატია.

„მე ძალიან მიჭირს ბატონ შალვაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩემი კოლეგა იყო, გაცილებით ადრე ვიცნობდი. იგი ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მე, როგორც გამომძიებელმა 2003 თუ 2004 წელს გავიცანი ის, როგორც ადვოკატი და ძალიან დიდი პატივისცემით (ვართ) ერთმანეთის მიმართ . თუმცა, მის  ბოლო გადაწყვეტილება, მე მგონია, რბილად რომ ვთქვათ არაფერში ჯდება.

როდესაც შალვა შავგულიძე გუშინ  „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე გამოჩნდა,  მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ შტოსთან გარიგდა  თუ გაერთიანდა, მისგან ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა და დამიტოვეთ უფლება, რომ არაფერი ვთქვა მეტი.  მე მგონია, რომ ამ მიზეზების გამო ლადო კახაძის კონკურენტი ვერ იქნება ბატონი შალვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics