|
2019-03-25 11:23:05, 1305 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - გვსურს საქართველოში არჩევნების წარმოების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს
გვსურს საქართველოში არჩევნების წარმოების კუთხით, დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს, -ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნლისტის მიერ დასმულის კითხვის საპასუხოდ განცხადა.~ როგორც მან განაცხადა, საქართველოში რეფორმები უწყვეტი რეჟიმით უნდა განხორციელდეს. „რაც შეეხება არჩევნების საკითხს, მე გავეცანი ეუთო-ს ანგარიშს, იქ აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ განგრძობითი უნდა იყოს რეფორმები, უწყვეტი უნდა იყოს რეფორმები, იმისათვის, რომ სტანდარტი დაკმაყოფილდეს ქვეყანაში. ეს ყოველთვის მნიშვნელოვვანია, საქართველოსთვის კარგია და ნატო-ში გაწევრიანებისთვისაც ამ გზაზე და ევროკავშირში ინტეგრაციისთვისაც. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი წინსვლა ამ რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით, არჩევნების წარმოების კუთხით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)