21:19 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-24 17:39:26, 1286 ნახვა

პოლიტიკა
ევროპულმა საქართველომ მარნეულში, მერობის კანდიდატად აჰმედ იმამკულიევი წარადგინა

ევროპულმა საქართველომ მარნეულში, მერობის კანდიდატად აჰმედ იმამკულიევი წარადგინა

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და წარმატებები უსურვა. მისი თქმით, ხელისუფლებას არ ესმის ხალხის პრობლემები, გაჭირვება და ის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

„ამ ყველაფერს სჭირდება ცვლილება. ცვლილებების გზა „ევროპული საქართველოსთვის“ გადის პოლიტიკურ პროცესებზე, გადის არჩევნებზე და გადის იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროპულად, მშვიდობიანად, არჩევნების გზით ყოველგვარი არეულობის გარეშე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, ახალი ხელისუფლების მოსვლა, ქვეყნის წინ წაყვანა და ხალხის პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომ, თითოეული არჩევნები უნდა გამოვიყენოთ ქვეყანაში ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თითოეული არჩევნები არის შანსი, გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესი და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ შუალედური არჩევნები. ამისთვის, ჩვენ გვყავს მარნეულში კანდიდატი, რომელიც რეალურად იბრძოლებს გამარჯვებისთვის და იბრძოლებს იმისთვის, რომ მარნეულში ცხოვრება იყოს უკეთესი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics