|
2019-03-24 16:42:56, 1349 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ აირჩიეს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ პარტიის მერვე ყრილობამ გრიგოლ ვაშაძე აირჩია. მან ყრილობის 364 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო. 1 დელეგატი წინააღმდეგი იყო, ხოლო 1- თავი შეიკავა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. "დიდი მადლობა მეგობრებო და იცოდეთ, ჩვენ ამ გზას განვაახლებთ. კვლავ დავაბრუნებთ საქართველოს ამ გზაზე. ამ პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე. მიშას ამისთვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი არ სჭირდება. პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა. ამიტომ ტაში დავუკრათ მას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)