|
2019-03-24 16:11:42, 1341 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ძირითადი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თითოეული აქტივისტისგან სმარტფონის მეშვეობით
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის მართვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ. -ამის შესახებ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. „საქართველოში მოვა ხელისუფლებაში დიდი პატრიოტული ფართო კოალიცია. ეს იქნება ქვეყანა, რომელიც შეძლებს სულ ახალი მეთოდები დანერგოს, მათ შორის პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიები. ყველა ძირითადი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თითოეული აქტივისტისგან სმარტფონის მეშვეობით. ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პარტიის მართვაში და ქვეყნის მართვაში როდესაც ქვეყნის მართვა ჩამოერთმევა უწიგნურ ოლიგარქს და გადაეცემა ხალხს,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ პარტიამ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას საპრეზიდენტო არჩევნებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)