10:31 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-22 10:31:04, 1986 ნახვა

რეგიონი
შუახევში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა.

,,არავინ დატოვო მიღმა“- ამ გზავნილით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2019 წელს მეცამეტედ აღინიშნა.

დღეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მერიის ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება  პრეზენტაცია - #არავინდატოვომიღმა.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოდ ჭრელი წინდის ტრადიციაც დამკვიდრდა, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ამ დღის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

ღონისძიებას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე,საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, ედნარ კეჟერაძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics