|
2019-03-21 16:31:50, 1280 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრი უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია და დამაზიანებელი მოსაზრებები გაჩნდა
„ბოლო დროს მედიაშიც, საზოგადოებაშიც, პარლამენტშიც ანაკლიის პროექტი იქცა ერთ-ერთ მთავარ თემად. ერთი თვის წინ, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვდიოდი ამავე ტრიბუნასთან და მაშინ სულ რამდენიმე შეკითხვა დაისვა ამ საკითხზე, თუმცა მას შემდეგ ანაკლიის პორტის თემაზე ძალიან ბევრი ვერსია, სრულიად უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია და პირველ რიგში, უშუალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის დამაზიანებელი მოსაზრებებიც გაჩნდა“, –ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ ანაკლიის პორტის საკითხი ]უკავშირდება კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვებს და თითქოს ანაკლიის პორტის აშენებით საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული. „აქედან გამომდინარე, ვისარგებლე ჩემი უფლებით, მიმემართა საქართველოს პარლამენტისთვის თხოვნით ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენის თაობაზე. მადლობელი ვარ, რომ თქვენ ეს თხოვნა გაითვალისწინეთ. ვეცდები ყველა თქვენს შეკითხვას გავცე პასუხი და ერთად ამოვწუროთ ეს საკითხი“, – მიმართა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში უსმენენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)