|
2019-03-21 13:22:26, 1119 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ, არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა. "ყველანი ვხედავთ, რომ ქვეყანა შევიდა მძიმე ცვლილებების ეპოქაში, შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. თანამშრომლობა მომავლის საფუძველია და ის შუღლი, გაუტანლობა, ბოროტება, რასაც თესავს "ქართული ოცნება" ყოველდღიურად, უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ სწორედ მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში მოხდება ეს და მოხდება შალვა შავგულიძის გარშემო, მისი ბრძოლით და ჩვენი, ყველას ერთობლივი თანადგომით",- განაცხადა უგულავამ. პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)