|
2019-03-21 10:20:03, 1235 ნახვა
საზოგადოება
სამგორში მატარებელს ტექნიკური პრობლემები შეექმნა - მეტრო შეფერხებით მუშაობდა
თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობდა. "ექსპრესნიუსის" კორეაპონდენტის ინფორმაციით, მგზავრებს მეტროში არ უშვებდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, მეტროს პირველ ხაზზე მოძრავ მატარებელს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. "პირველ ხაზზე, კერძოდ კი, სამგორში ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. მატარებლიდან მგზავრების გამოყვანა მოხდა, რათა სხვა შემადგენლობას გადაეყვანა ის დეპოში. მომხდარის გამო მეტროპოლიტენის პირველი ხაზი დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა. ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია და მეტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება მეორე ხაზს [საბურთალოს] მას შეფერხება არ შეხებია",- განაცხადეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)