|
2019-03-20 14:52:46, 1282 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - ექსპერტების შეფასებით, დეკანოზი მამალაძე საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს
ექსპერტების შეფასებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას ომბუდსმენი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე აკეთებს. „სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ ორი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი. მათ შეისწავლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარება, ასევე დოკუმენტაცია და მამა გიორგი მამალაძე ადგილზე მოინახულეს, როგორ უტარდება მას მკურნალობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სჭირდება. მათი დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, ის გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რთული“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)