|
2019-03-20 12:14:37, 1060 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში 2 ბავშვს მატარებელი დაეჯახა - და-ძმის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული და-ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის გიორგი ხუციშვილის განცხადებით, პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. "10 წლის გოგონას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლებითი მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი ქალატვინის დახურული ტრამვა. ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, - განაცხადა ექიმმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)