|
2019-03-19 18:09:43, 1167 ნახვა
საზოგადოება
ილია ელოშვილი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ილია ელოშვილმა თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელ ხალხსა და ქართველებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრული თანაცხოვრება აკავშირებთ. „გაზაფხულის და განახლების ამ გამორჩეულ დღესასწაულს ვულოცავ არა მხოლოდ აზერბაიჯანელ ხალხს, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ყველა მათგანს ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ. ამასთან, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო იმ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრებისგან მუდმივად ვგრძნობთ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია. მუსლიმები 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, დედამიწის გამოცოცხლებისა და სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული. ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება. მერის მოადგილესთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)