04:56 - 26 Jul, 2026
|
2019-03-19 16:07:04, 1088 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“ - თემქაზე მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევაა
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ თემქაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა თემქის მე-3 მიკრორაიონის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და მომხდარი აალების მიზეზი. „შემთხვევას არ გამოუწვევია ნგრევა და არ მოჰყოლია მსხვერპლი. აღნიშნული მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. „ყაზტრანსგაზ თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი მეზობელების სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)