04:55 - 26 Jul, 2026
|
2019-03-16 17:54:46, 1341 ნახვა
საზოგადოება
ორთაჭალაში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი კიდევ ერთი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამი მამაკაციდან ერთი ადგილზე, ხოლო მეორე კლინიკა „ამტელ ჰოსპიტალში“ გარდაიცვალა. მესამე დაშავებული ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მუშები ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის 12 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალ სართულზე გარე ფასადის ღებვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სამივე მათგანი ხარაჩოზე იმყოფებოდა. რის შედეგადაც, გაწყდა ტროსი, რომელზეც ხარაჩო იყო დამაგრებული. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ერთი ადამიანია გარდაცვლილი და 2 დაშავებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)