|
2019-03-16 12:20:49, 1282 ნახვა
საზოგადოება
ანტისაოკუპაციო მოძრაობის 4 წარმომადგენელი და ჟურნალისტები ხურვალეთში შეუშვეს
სოფელ ხურვალეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ 4 წარმომადგენელი და ჟურნალისტები შეუშვეს. ისინი ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილებით შევიდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ. სოფელში ამ დროისთვის სიმშვიდეა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან. შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ დაადასტურა. სუს-მა ასევე ყველას მოუწოდა, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეკიც გამოხმაურა. მან აღნიშნა, რომ ახალი ბორდერიზაციის კუთხით, მოქმედებები არ შეიმჩნეოდა და არც ინციდენტი დაფიქსირებულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)