03:45 - 26 Jul, 2026
|
2019-03-16 10:39:54, 1211 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველების ოჯახებს მიუსამძიმრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 ქართველის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ღონისძიებით მოხერხდა. იდენტიფიცირებულთა შორის შვიდი მებრძოლი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)