|
2019-03-15 16:31:33, 1183 ნახვა
საზოგადოება
სესიაშვილი - ვუერთდები სუს-ის მოწოდებას, პანიკის ხელოვნურად დათესვა უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება
„ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას,რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განსცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხურვალეთში პანიკის საფუძველი არ არის. პირველ რიგში, თქვენ იცით,რომ გავრცელდა სახ. უსაფრთხოების სამსახურის განცხადება,რომელიც არ ადასტურებს,რომ ოკუპანტები გადმოვიდნენ საქართვბელოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც,შესაბამისად, რა თქმა უნდა პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. ყველა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებულია და სიტუაციას აკონტროლებენ. მეც ვუერთდები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოწოდებას,რომ პანიკის ხელოვნურად დათესვა აბსოლუტურად გაუმართლებელია, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე და მოსახლეობის სიმშვიდეზე უარყოფითად იმოქმედებს. და თუკი რაიმე ქმედება არის საჭირო , პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებები განახორციელებენ. ამიტომ შემაშფოთებელია გარკვეული პირების მხრიდან პანიკის დათესვა, რამდენადაც ეს უარყოფითად აისახება უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა სესეიაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)