|
2019-03-15 16:14:31, 1411 ნახვა
საზოგადოება
ხულორდავა - ხურვალეთში საგანგაშო არაფერი ხდება
„ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი და პირველ რიგში, ეს არის აუცილებლად სათქმელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალური სტრუქტურების მიერ და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ არ დასტურდება. ეს არის უაღრესად საფრთხილო, ძალიან საპასუხისმგებლო საკითხი . ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი სპეკულაცია აბსოლუტურად დაუშვებელი. ამიტომ, ერთი რისი თქმაც ნამდვილად შეგვიძლია არის არის ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით , რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების - ეს ინფორმაცია არ დასტურდება ჩვენი ოფიციალური სტრუქტურების მიერ და არც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით. ასე , რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, სრულიად კონტროლს ექვემდებარება სიტუაცია . სამართალდამცავები არიან ადგილზე და საგანგაშო არაფერი ნამდვილად არ ხდება. ჩვენმა მოქალაქეებმა პირველ რიგში ეს უნდა იცოდნენ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)