03:45 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 15:25:03, 1737 ნახვა

საზოგადოება
დავით ქაცარავა: რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ერთ-ერთი მოქალაქის ბაღი დაიკავეს.

ქაცარავა მთავრობის წევრებს ადგილზე ჩასვლისკენ მოუწოდებს.

„მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ რუსები შემოვიდნენ ბაღებში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩვენ ჩვეულებრივად შევდიოდით, სადაც მოქალაქეები და მოსახლეობა მუშაობდა, შედიოდა თავსი ბაღებში - დღეს იქ უკვე რუსები არიან. სურათებიც კი არ გადააღებინეს ქალბატონს, რომ გადმოეგზავნა და ეჩვენებინა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვასკვნით, რომ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, უკიდურესად რთულია. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მთელი მთავრობის შემადგენლობის, მთელი სამოქალაქო სექტორის აქ ჩამოსვლას იმიტომ, რომ რუსები გვართმევენ კიდევ მიწებს“, - განაცხადა ქაცარავამ.

ცნობისთვის, სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ახალი მავთხულხლართები გაავლეს და ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზა დაიკავეს. შეიარაღებული პირების ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას გაავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics