|
2015-06-21 10:52:38, 1618 ნახვა
სხვადასხვა
შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად „მზიური“-ს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მინისტრმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და საძიებო სამუშაოები დაათვალიერა, რომლებსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები ახორციელებენ. ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონიდან მოქალაქეების გამოყვანაზე განმარტება გააკეთა: „როგორც კი სიგნალი შემოვა ხოლმე, რომ მეწყერი ჩამოწვა, არის ხოლმე ძალიან პატარა მასა, ერთი კუბიც რომ ჩამოიშალოს გზაზე, მოქალაქეები რეკავენ „112“-ში, რომ გზაზე ჩამოიშალა მიწა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უსაფრთხოების მიზნით, პრევენციას ვატარებთ და გამოგვყავს ეს ხალხი. გარისკვის უფლება არ გვაქვს და არც უნდა გავრისკოთ. იგივე აქედანაც თუ რამე საფრთხეა ხოლმე სათავესთან, გეოლოგები მუშაობენ, ასევე სინოპტიკოსები და გვეუბნებიან, რომ შეიძლება იყოს რაღაცა დონის 10%-იანი საფრთხე, თუმცა არ ვრისკავთ ჩვენ და მაინც გამოგვყავს. ახლაც გამოიყვანეს. როდესაც წვიმა მოდის ხოლმე, ავტომატურად გვაფრთხილებენ და ვაჩერებთ ხოლმე“,-აღნიშნა გომელაურმა. შს მინისტრმა გორში და წეროვანში ცხოველის საძიებო სამუშაოებზეც ისაუბრა: „გორში არ დადასტურდა. მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ ინიციატორს, ვინც დარეკა. ასევე იყო წეროვანთან, მისადგომებთან, ვეფხვზე იყო საუბარი. ჩართული იყო ვერტმფრენები, ჩართულები იყვნენ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, რამდენიმე ათეული. მთელი სოფელი გადაამოწმეს სარდაფებით და მიტოვებული შენობებით, არაფერი არ აღმოჩნდა იქ. კვალიც ნახეს და მონადირეებმა და ექსპერტებმა არ დაადასტურეს. დიდი ზომის ძაღლზე უფრო ფიქრობენ და არა ვეფხვზე. ეხლაც იქ არიან და მუშაობენ, სავარაუდოდ ამთავრებენ როგორც მე ვიცი",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)