|
2019-03-14 19:25:14, 1637 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია იაპონური კორპორაციის Mitsubishi Motors - ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იაპონური კორპორაციის Mitsubishi Motors - ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა, რომელიც იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მათ შორის, დასახელდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის რეგიონს შორის, აგრეთვე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით. ქართულმა მხარემ შესთავაზა იაპონურ საავტომობილო კორპორაციას საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება, ასევე რეგიონული ლოგისტიკური და სათაო ოფისის გახსნა. შედეგად, Mitsubishi Motors - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევორ მანმა მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს საქართველოს მხარის შეთავაზება და ჩაატაროს კვლევა, რომლითაც განისაზღვრება იაპონური კორპორაციის სამომავლო გეგმები საქართველოს ბაზარზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)