01:15 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 14:30:41, 1307 ნახვა

პოლიტიკა
როს უილსონი: საქართველო ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით და ასეთად რჩება

აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როუს უილსონი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება.

მისი თქმით საქართველო უკვე დიდი ხანია რეგიონში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლიდერია და ასეთად რჩება.

„პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეს არის ყოველწლიური ანგარიში, რომლის მომზადებასაც სახელმწიფო მდივანს კანონი ავალდებულებს. ის ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით მსოფლიოს მასშტაბით 200 ქვეყნის შესახებ. ანგარიშზე მომუშავეებს საერთო სახელმძღვანელო პრონციპები აქვთ და კრიტიკულად უყურებენ იმ საკითხს, თუ როგორ იცავს ქვეყანა ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. საქართველოს შესახებ ანგარიში კრიტიკულია. ეს ასეც უნდა იყოს, ამ ქვეყნის, მისი მთავრობის  - მტკიცე მეგობრების პოზიციიდან იმ საკითხებზე, რომლებზეც სამართლებრივად ვალდებულნი ვართ ანგარიში მოვამზადოთ.

საქართველო დიდი ხანია ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით და ლიდერად რჩება. ეს ის საკითხებია, რაზეც აქტიური დიალოგი გვაქვს მთავრობასთან - იმ საკითხების უმეტესობასტან დაკავშირებით მაინც, რაც ანგარიშშია მოყვანილი. ჩვენ ველით რომ გავაგრძელებთ მტკიცე, მეგობრულ და სასარგებლო დიალოგს იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის; ეს ასევე მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის“, - განაცხადა როს უილსონმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics