|
2019-03-13 15:13:06, 1307 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილმა არმენ სარგსიანთან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დააყენა
სომხეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდა. არმენ სარგსიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სომხეთში სტუმრობისათვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია. როგორც არმენ სარგსიანმა აღნიშნა, ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისათვის უნდა გამოვიყენოთ ხალხებს შორის მჭიდრო კავშირები და ისტორიული მეხსიერება. განვავითაროთ თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრი, შევძლოთ არსებული პოტენციალის გამოყენება, ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა არმენ სარგსიანს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობა სომხეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინის ნიშანია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო და სომხეთი უკვე ძალიან ბევრ საკითხზე თანხმდებიან, პირველ რიგში, იმაზე, რომ რეგიონს, რომლის შემადგენელი ნაწილია საქართველოც და სომხეთიც განვითარების ძალიან დიდი სამომავლო პოტენციალი გააჩნია. პრეზიდენტებმა საქართველო - სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და სომხეთში ახალი პოლიტიკური ვითარების შესახებ იმსჯელეს. საქართველო აღიარებს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებს. ამასთან, მზაობას გამოთქვამს კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების მხარდაჭერის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველო - სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ ისაუბრა და სომხეთის მხარეს აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია გააცნო. საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთი ბათუმში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია, რომლის ჩატარებაც ბათუმში იგეგმება. მხარეებმა ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს, რომელსაც ევროკავშირთან და ჩინეთთან საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ქმნის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას საქართველოში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ინტერესების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების პოტენციალის გამოყენება.
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)