06:35 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 10:47:57, 1157 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისია: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გამჭვირვალე პროცესი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს განცხადევით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის აუცილეველია.

როგორც ბუკიკიოს განცადებაშია ნათქვამი, ვენეციის კომისია მზად არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან ითანამშრომლოს.

„ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა სტატუსი არ დარჩეს განუსაზღვრელი ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია“, - ნათქვამია ბუკიკიოს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია რომ, ვენეციია კომისიამ საქაეთველოა პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო შესაბამისი მოთხოვნა პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით და კომისია ამ მოთხოვნას უმოკლეს დროში დააკმაყოფილებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics