|
2019-03-08 15:49:54, 1339 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში შიდა ქართლში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ. პროექტი „მობილური ექსტენცია“ რეგიონებში ფერმერების მხარდაჭერას, მათ ინფორმირებას, დარგის სიახლეების გაცნობას და ადილზე კონსულტაციების გაწევას გულისხმობს. გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში სპეციალისტებმა ვაშლის თანამედროვე ტიპის ბაღის და სხვა მრავლწლოვანი კულტურების გასხვლა-ფორმირების, კენკროვანი კულტურების აგროტექნოლოგიის, ბოსტნეული კულტურების ღია და დახურულ გრუნტში მოვლა-მოყვანის, მსხვილფეხა პირუტყვის მოვლისა და ჯიშობრივი გაუმჯობესების, მცენარეთა დაცვის და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების და მარცვეული კულტურების მოვლა-მოყვანის კუთხით კონსულტაციები გაუწიეს. ფერმერებთან შეხვედრები, 12-15 მარტს, კახეთის რეგიონში ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)