19:35 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 17:40:15, 989 ნახვა

სამხედრო
აგვისტოში თინა ხიდაშელი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება

აგვისტოში, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ეშტონ კარტერს შეხვდება. დაგეგმილი ვიზიტის დეტალები თავდაცვის მინისტრმა ბათუმში, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრისას განიხილა.
„აგვისტოში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად, ჩემს კოლეგასთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია, ვიზიტამდე ყველა ის საკითხი გავიაროთ, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში აქტუალურია. მათ შორის, არა მხოლოდ ვარშავის სამიტის ან სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში, არამედ ავღანეთის მისიის დროს დაჭრილ ჯარისკაცებთან და დაღუპული სამხედროების ოჯახებთან მიმართებაში ის კონკრეტული ქმედებები და ღონისძიებები, რომელიც შეიძლება დაიგეგემოს და განხორციელდეს ამერიკულ მხარესთან ერთად. ტრადიციულად, ეს თანამშრომლობა მრავალ მიმართულებას მოიცავს და ეს შეხვედრაც მორიგი წარმატების საწინდარი იქნება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics