|
2019-03-05 16:24:16, 2044 ნახვა
სამართალი
ხაზარაძის თქმით, გახარიასგან მიღებული წერილი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილი ლონდონში, ექსპერტიზაზე გაგზავნა. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, გამომძიებლებს დღეს წერილის ასლი გადასცა. „წერილის ასლი გადავეცი, გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია ეგ იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, პარლამენტში გამართულ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)