21:56 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-02 19:01:10, 1452 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა კაპიტალურად მოწესრიგდა. 1 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო.

ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უკვე შესრულებული პროექტების, ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„კიდევ ერთ საგზაო პროექტს ვასრულებთ. დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-2 კორპუსთან, სადაც 216 ოჯახი ცხოვრობს, გზა კაპიტალურად შეკეთდა და რაც მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია. ასევე, აღნიშნულ მისამართზე გასულ წელს კორპუსის სახურავსა და ხუთ ლიფტს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივითა და გამგეობის დაფინანსებით, სამომავლოდ, ამ ტერიტორიაზე ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერისა და სპორტული სივრცის მოწყობაც იგეგმება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული საგზაო სამუშაოების ღირებულება 110 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics