|
2019-02-26 15:29:17, 1552 ნახვა
კომენტარი
„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამჯერად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის დაბარებას ამჯერად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აპირებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადბით, კობა გვენეტაძესთან არსებული კითხვები, რომლებიც საბანკო რეგულაციებს და "თიბისი ბანკის" საქმეს ეხებოდა, პასუხს გაუცემელია. ბოკერიას განმარტებით, ამიტომ გვენეტაძის მოსმენა, სხვა შესაბამისი კომიტეტის ფორმატში უნდა გაგრძელდეს. "ჩვენ საფინანსო კომიტეტსაც მივმართავთ, რომ მანაც მოუსმინოს კობა გვენეტაძეს. არ შევწვეტთ მცდელობას, ყველა ინსტრუმენტის გამოყენების, სანამ ყველა არ მოჭრის თავს ისე როგორც დღეს აქ საპარლამენტო უმრავლესობამ მოიჭრა თავი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. აღსანიშნავია, რომ ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვას ითხოვდა, ჩაიშალა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამფუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ შესაბამის ფორმატში „თიბისის“ საკითხის განხილვა აუცილებლად შედგება და ყველა კითხვა იქნება დასმული.
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)