21:59 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 12:44:40, 1263 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია გვენეტაძეს: პოლიტიკური უტიფრობაა ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით

„თქვენ არ წყვეტთ აქ ვინ საუბრობს, ამას კომიტეტის თავმჯდომარე წყვეტს“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს, რომელიც დარგორივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფება. 

დეპუტატისთვის გაუგებარია თუ რატომ არ აპირებდა კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე მისვლას და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას. 

„უნდა გამოვეხმაურო ამ საოცარ სულისკვეთებას, მადლიერები უნდა ვიყოთ, თურმე ვინმე თუ კანონის მოთხოვნებს ასრულებს? დიდი მადლობა მთავრობას, რომ პარლამენტი არსებობს. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ. ეგ რა სულისკვეთებაა? ვალდებული ხართ, რომ მოხვიდეთ, "ევროპული საქართველოს" მოთხოვნა იყო თქვენი მობრძანება. პოლიტიკური უტიფრობაა ჩვენთვის დამადლება, რომ მობრძანდით“, - განაცხადა გიგი ბოკერიამ.

აღსანიშნავია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმყოფებიან, სხდომას ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics