21:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 11:28:26, 1302 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კოვზანაძე - საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის

„საზედამხდველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისთვის", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტრო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, ამ თემას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ეროვნული ბანკი დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

„ის პრობლემა, რომელიც არსებობდა ეროვნულ ბანკსა და „თიბისი" ბანკს შორის,  ამოწურულია.  მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა და თიბისი ბანკმა ამ საკითხთან დაკავშიებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს და სამართლებლივი დავა „თიბისი" ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეწყვეტილია. მიუხედავად იმისა რომ ეროვნული ბანკი თავს იკავებს პარლმენტში მოსვლაზე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მოუსმინოს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც ისინი აპირებდნენ პარლამენტში მოსვლას და წინასწარ შეთანხმებული თარიღის მიხედვით გავმართოთ ეს შეხვედრა და მოვუსმინოთ მათ”, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics