|
2019-02-26 10:49:30, 1650 ნახვა
სამართალი
შსს-მ წყალტუბოში ყაჩაღობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული ვ. ყ. და 2001 წელს დაბადებული გ. კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წყალტუბოში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ვ.ყ. და გ.კ. ქალაქ წყალტუბოში, ორ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღბები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)