|
2019-02-25 18:24:03, 1804 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციის გასაღებია
"უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, Fitch-მა გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი. სულ ორი ნაბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს და ეს თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აფასებენ", - აის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, რეიტინგში წინსვლა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე "ეს არის გასაღები ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციისა. რეიტინგში წინსვლა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვაზე - სიღარიბის დაძლევაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგში. „ეს არის იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც ჩვენ ბიზნესისთვის მეგობრული ბიზნესგარემოს შექმნის მიმართულებით გადავდგით; ახალი საგადასახადო რეჟიმი მცირე ბიზნესისთვის, საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული ცვლილებები, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემის გამარტივება, მოგების გადასახადის რეფორმა, საგადასახადო და საბაჟო პროცედურების გამარტივება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გასულ წლებში საკმაოდ სერიოზული ინიციატივები განვახორციელეთ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი განცხადებით, მინიმალური საგადასახადო განაკვეთით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულშია, რაც აძლიერებს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების დაინტერესებას. შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
(NS)
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)