|
2019-02-25 18:20:25, 1308 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე - ივანიშვილთან კარასინთან დაგეგმილი შეხვედრა განვიხილე - გაზპრომზე საუბარი არ ყოფილა
ზურაბ აბაშიძე - ივანიშვილთან კარასინთან დაგეგმილი შეხვედრა განვიხილე - გაზპრომზე საუბარი არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე 27 თებერვალს გრიგორ კარასინთან დადგემილი შეხვედრის დეტალები განიხილა. როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, შეხვედრა გაზპრომთან დაკაშირებულ საკითხებს არ შეეხებოდა. „ზეგ შეხვედრა მაქვს პრაღაში და ზოგადად, ამის თაობაზე ვისაუბრეთ. ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ამ ფორმატთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა. დიპლომატიური შეხვედრა იყო. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წლის დასაწყისია და შევხედავთ რა პერსპეტიქტივა და რა ვითარებაა ამ კუთხით. ჩვენი ამოცანაა, რომ დავიცვათ მაქსიმალურად ჩვენი კომპანიების ინტერსები, რომლებიც ჩართულნი არიან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ვისაუბრეთ 2011 წლის შეთანხმების რეალიზაციაზე. გასპრომთან დაკავშირებებული თემა არ განგვიხილია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)