21:59 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 14:32:24, 1090 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე: ივანიშვილი მოსამართლეების თემაზე მხარე გახდა

მე და ბიძინა ივანიშვილი მთავარ საკითხზე ვერ შევთანხმდით - მოსამართლეების თემაზე მხარე გახდა, - ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილთან პრეტენზიები აქვს, მაგრამ მის მიმართ აგრესიული რიტორიკა არ ექნება.

„რადგან მივდივარ გუნდიდან, გასაგებია, რომ ჩემი რესურსი ამოვწურე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუ კი იმის იმედი მექნებოდა, რომ ჩემს პოზიციას რაიმესთან დაკავშირებით გაითვალისწინებდა, მაშინ ალბათ, იმის ვალდებულებაც მექნებოდა, ჩემი პოზიციის მტკიცება გამეგრძელებინა. ჩვენ მთავარ საკითხზე ვერ შევთანხმდით. განსხვავებული აზრის მიუხედავად, უფლება უნდა გვქონდეს, ამ განსხვავებული აზრის შესახებ ქართველ ხალხს ველაპარაკოთ. ამ საკითხზე ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის განსხვავებული აზრი იყო. „ქართულ ოცნებას“ თუ ეყოლებოდა მედიატორი, რომელიც მხარეთა შემრიგებლურ პოზიციაზე იმუშავებდა და არ იქნებოდა თვითონ მხარე, ეს მოგვცემდა გარკვეულ პოლიტიკურ სივრცეს სამოქმედოდ და ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ბატონი ბიძინა ამ პირობას იძლეოდა კიდეც, მაგრამ მე მგონია, რომ მოსამართლეების თემაზე ის გახდა მხარე“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics