05:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 13:46:38, 516 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა იუნერების თავდადებასა და მათი გმირული ბრძოლის შესახებ.

,,25 თებერვალი არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. დღეს პატივს მივაგებთ იმ   გმირებს რომელიც ემსხვერპლა რეჟიმს. მნიშვნელოვანია გავიაზროთ , ჩვენი პასუხისმგებლობა, რათა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული.  ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევა, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოება განხორციელდა. საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შეიჭრა. მოკავშირეებისგან მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ და ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

დილიდან სკვერში აჭარის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. გმირთა მემორიალთან შეკრებილებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლები წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics